28 სექტემბერი 2024,   12:12
ვრცლად
დარწმუნებული ვარ, პარტნიორები საღი გონებით შეაფასებენ იმ მოვლენებს, რომელიც ხდება ჩვენს ქვეყანაში, საქართველოს ევროპული მომავალი მხოლოდ საქართველოს შესახებ არ არის, ეს ევროპის მომავალია - ილია დარჩიაშვილი

24 ივნისს, ლუქსემბურგში ჩანიშნულ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, საქართველოში არსებულ ვითარებაზე, კიდევ ერთხელ, იმსჯელებენ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირის სტრუქტურების მხრიდან, იქნება გადადგმული პრაგმატული ნაბიჯები, რათა უზრუნველყოფილი იყოს ურთიერთობების გაჯანსაღება - ევროკავშირსა და საქართველოს შორის.

საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი იმედს იტოვებს, რომ პარტნიორები საღი აზრით იმსჯელებენ, რადგან საქართველოს ევროპული მომავალი მხოლოდ საქართველოს არ ეხება და ეს ევროპის მომავალიცაა.

"დარწმუნებული ვარ, რომ პარტნიორები საღი გონებით შეაფასებენ იმ მოვლენებს, რომელიც ხდება დღეს ჩვენს რეგიონში, ჩვენს ქვეყანაში. იმ გამოწვევებს გაიზიარებენ, რომელიც აქვს ჩვენს ქვეყანას, შესაბამისად გადაწყვეტილებები იქნება ლოგიკური, თანმიმდევრული და არა დამაზიანებელი, რადგან ყოველთვის ვამბობდით, საქართველოს ევროპული მომავალი მხოლოდ საქართველოს შესახებ არ არის, ეს არის ევროპის მომავალი", - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

დღის ამბები