28 სექტემბერი 2024,   12:24
ვრცლად
ევროინტეგრაცია ჩვენი საგარეო პოლიტიკის მთავარი ქვაკუთხედია - ილია დარჩიაშვილი
ბერლინში შეკრებილ ევროკავშირში აკრედიტებულ საქართველოს ელჩებს ირაკლი კობახიძე შეხვდა. პრემიერ-მინისტრმა დიპლომატებს კონკრეტული დავალებების გარდა, ის ნაბიჯებიც გააცნო, რომელსაც ხელისუფლება ევროკავშირის წევრობისთვის დგამს.
 
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან კომენტარი საქართველოს საგარეოს საქმეთა მინისტრმა გააკეთა. ილია დარჩიაშვილის განცხადებით, ქვეყნის მთავარი ქვაკუთხედი ევროკავშირში ინტეგრაციაა.

"დისკუსია იყო ღია, ყოვლისმომცველი. პრემიერ-მინისტრის მთავარი გზავნილი იყო, რომ თითოეული დიპლომატის ძალისხმევა არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ თანმიმდევრულად განვახორციელოთ ჩვენი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები. ევროინტეგრაცია ჩვენი საგარეო პოლიტიკის მთავარი ქვაკუთხედია, შესაბამისად გავაგრძელებთ იმ ძალისხმევას, რომელიც ჩვენ ქვეყანას კონკრეტულ შედეგებს მოუტანს", - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა. 

დღის ამბები