28 სექტემბერი 2024,   12:24
ვრცლად
"რუსული სტილის უცხოური აგენტების კანონების გავრცელება" - აშშ-ის კონგრესში ამ სახელწოდებით ბრიფინგი გაიმართა, სადაც საქართველოში შესახებ ისაუბრეს

"რუსული სტილის უცხოური აგენტების კანონების გავრცელება" - ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში  ამ სახელწოდებით ბრიფინგი გაიმართა, სადაც საქართველოში მიღებული "უცხოური გავლენების გამჭვირვალობის" შესახებ კანონი განიხილეს.

ექსპერტმა ლინკოლნ მიტჩელმა საკუთარი მოსაზრება წარადგინა, თუ რა შეიძლება იყოს კანონის მიღების მოტივაცია საქართველოში. მიტჩელის განმარტებით, შედეგი ის არის, რომ ეს ძალიან კარგია რუსეთისთვის და ცუდია საქართველოს დემოკრატიული ტრაექტორიისთვის, ცუდია საქართველოს დასავლური მისწრაფებებისთვის და ცუდია შეერთებული შტატებისთვისაც. 

"საქართველოს შემთხვევაში არასამთავრობო ორგანიზაციები თავის დაფინანსებას არ მალავენ და მათ ვებ-გვერდებზეა გამოქვეყნებულია, რომ ისინი იღებენ დაფინანსებას, მაგალითად: NED-იდან, ან USAID-ისგან, ან ევროპული ორგანიზაციებისგან. ასე რომ, ეს არ არის ის შემთხვევა, როდესაც ცდილობენ რამე ინფორმაციის მოპოვებას, რაც ისედაც არ არის საჯარო ინფორმაცია.

რასაც ეს კანონი აკეთებს არის ის, რომ აიძულებს მათ გამოაცხადონ, რომ ისინი რეალურად უცხოური მთავრობის სამუშაოს ასრულებენ, რაც განსხვავდება უცხოური მთავრობისგან დაფინანსების მიღებისგან, მაგრამ აქ კიდევ ერთი რამეა, ბევრი ეს ორგანიზაცია, განსაკუთრებით ისინი, ვინც ფულს იღებენ ევროპიდან ან აშშ-დან, ის სამუშაო, რომელსაც ისინი ასრულებენ, აჩქარებს საქართველოს ტრაექტორიას ევროკავშირისკენ, რაც საქართველოს მთავრობის გამოცხადებული მიზანია.

საქართველო საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ რიგი ერთპარტიული სისტემების მიერ იმართებოდა. ახლა ეს "ქართული ოცნებაა", მანამდე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" იყო, მანამდე "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი" იყო, მანამდე "ზვიად გამსახურდიას მრგვალი მაგიდა" - ამ ერთპარტიულ სისტემებში არასამთავრობო ორგანიზაციები, სამოქალაქო საზოგადოება, რომლებიც ხშირად დასავლეთის, აშშ-ის, ევროპის მიერ ფინანსდებოდა, ძალიან არსებით როლს ასრულებდა, რათა მთავრობა ანგარიშვალდებული ყოფილიყო.

მიუხედავად იმისა, თუ რამდენად მოგვწონს საქართველო, იქ არასდროს ყოფილა ფუნქციონირებადი ორპარტიული სისტემა. ასე რომ, თუ არასამთავრობო სექტორს ასუსტებ, მაშინ ანგარიშვალდებულების შენარჩუნების შესაძლებლობას აქრობ.

ეს კანონი ეხმარება რუსეთს და ცუდია საქართველოს დემოკრატიული ტრაექტორიისთვის, ცუდია საქართველოს დასავლური მისწრაფებებისთვის, და, ვინაიდან აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში ვართ - ცუდია შეერთებული შტატებისთვისაც", - განაცხადა ლინკოლნ მიტჩელმა.

დღის ამბები