პარლამენტი პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად ემზადება - კენჭისყრა, სავარაუდოდ, დღეს გაიმართება. პლენარული სხდომა უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში რამდენიმე წუთში დაიწყება. ვეტოს დაძლევას 76 ხმა სჭირდება. უმრავლესობას ამისთვის ხმების საკმარისი რაოდენობა აქვს.
ოპოზიციის ნაწილი პრეზიდენტის პოზიციას იზიარებს.
"რომ გითხრათ, რომ გამიკვირდა ვეტოს დაძლევას აპირებენ და დაძლევენ - ტყუილი იქნება. ყველა ასეთი ქმედება, ამ შემთხვევაში ცესკოს პარტიულ ვერტიკალში დაქვემდებარება, მხოლოდ და მხოლოდ "ოცნების" შიშებს ადასტურებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”საქართველოსთვის” წევრი ანა ბუჩუკური.