17 ივნისი 2024,   06:12
ვრცლად
"ქალები პოლიციაში" - კონფერენცია ქალ სამართალდამცველთა შესაძლებლობების გაძლიერებასა და მათი მოტივაციის ამაღლების შესახებ

"ქალები პოლიციაში" - შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ კონფერენციის გახსნაში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიებას ამერიკის ელჩიც დაესწრო. მიზანი, ქალ სამართალდამცველთა შესაძლებლობების გაძლიერება და მათი მოტივაციის ამაღლებაა.

კონფერენცია შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს თანამშრომლობით, საქართველოში უკვე მეთერთმეტე წელია ტარდება.  

"კონფერენციაში 100-მდე ქალი პოლიციელი მონაწილეობს საქართველოდან. ისინი შესანიშნავი ქალბატონები არიან, რომლებიც საზოგადოების მნიშვნელოვან მონაპოვარს წარმოადგენენ საპოლიციო საქმიანობაში. კონფერენციაზე მოხდება საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება. კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ საერთაშორისო ექსპერტები, რომლებიც ქალ პოლიციელებთან ერთად ისაუბრებენ სამომავლო გამოწვევებსა და წინსვლაზე." - განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, საქართველოში, რობინ დანიგანმა.

დღის ამბები