29 ივნისი 2024,   03:57
ვრცლად
სალომე ზურაბიშვილი იქცა მექანიზმად, რომელსაც იყენებს "ნაცმოძრაობა" - გია ვოლსკი

საარჩევნო კოდექსზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილავენ.

მმართველი გუნდი მეცხრე ვეტოს დასაძლევად ემზადება. უმრავლესობაში ამბობენ,რომ ოპონენტების მიზანი, ცესკოს და არჩევნების ლეგიტიმაციის შელახვაა.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გია ვოლსკის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი იქცა მექანიზმად, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობა" იყენებს.

"მრავალ უსაფუძვლო ვეტოთა შორის, ეს ალბათ იქნება გამორჩეული. არ შეიძლება პოლიტიკური პარტიების მცირე ჯგუფმა გადაწყვიტოს, იქნება თუ არა ცესკოში რაიმე გადაწყვეტილება მიღებული. ეს არის მათი ამოცანა და ამ ამოცანაში სალომე ზურაბიშვილი იქცა მექანიზმად, რომელსაც იყენებს "ნაცმოძრაობა", - განაცხადა გია ვოლსკმა.

ცნობისთვის, კანონპროექტის თანახმად, საარჩევნო კომისიას შესაძლებლობა ექნება დადგენილებები და საკადრო გადაწყვეტილებები უბრალო უმრავლესობით მიიღოს, მაშინ როდესაც დღეს კანონი ორი მესამედის პრინციპი მოქმედებს.

დღის ამბები