29 ივნისი 2024,   04:17
ვრცლად
"სახელისუფლებო ინიციატივა ქვეყანას ევროპული მომავლისგან აშორებს" - თეონა აქუბარდია საარჩევნო კოდექსში განსახორციელებელ ცვლილებებზე

საარჩევნო კოდექსზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილავენ.

მმართველი გუნდი პრეზიდენტის მეცხრე ვეტოს დასაძლევად ემზადება - ოპოზიციის უმრავლესობა კი, სალომე ზურაბიშვილის მოსაზრებას იზიარებს და მიაჩნია, რომ ცვლილებები ცესკოში ერთპარტიულ გადაწყვეტილებებს შეუწყობს ხელს.

ოპოზიციონერი დეპუტატის თეონა აქუბარდიას განცხადებით, აღნიშნული ინიციატივა ქვეყანას ევროპული მომავლისგან აშორებს.

"პრეზიდენტის ვეტო, რომელიც რვა გვერდიანია, ხაზს უსვამს იმას, რომ სახელისუფლებო ინიციატივა ქვეყანას ევროპული მომავლისგან აშორებს. კონსენსუსის არსებობის გამორიცხვა მიჩნეულია მთავარ გამოწვევად", - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

კანონპროექტის თანახმად, საარჩევნო კომისიას შესაძლებლობა ექნება დადგენილებები და საკადრო გადაწყვეტილებები უბრალო უმრავლესობით მიიღოს, მაშინ როდესაც დღეს კანონი ორი მესამედის პრინციპი მოქმედებს.

დღის ამბები