"ქართული ოცნების" ინიციატივამ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაზე ხმების საჭირო რაოდენობა ვერ მოაგროვა. შედეგად, დოკუმენტი, რომელიც 3 ქვეყნის - საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში ინტეგრაციას ეხებოდა, ევრონესტზე აღარ განიხილება.
რეზოლუციის ინიცირებისთვის საჭირო იყო 10 ხმა, თუმცა მას უკრაინის დელეგაციამ და ქართველმა ოპოზიციონერებმა მხარი არ დაუჭირეს. მაკა ბოჭორიშვილის თქმით, დოკუმენტს ხელი მხოლოდ "ქართული ოცნებისა" დეპუტატებმა და მოლდოვის დელეგაციის წევრებმა მოაწერეს.
თავის მხრივ, ხმების არასაკმარისი რაოდენობის მოპოვების გამო, "ქართულ ოცნებას" ადანაშაულებს ოპოზიცია. განმარტებები გააკეთა უკრაინულმა მხარემაც.