ამ წუთებში, პრეზიდენტი ცესკოს თავმჯდომარეს, საარჩევნო კომისიის წევრებს, არასამთავრობო ორგანიზაციების და ევროკავშირის საელჩოს წარმომადგენლებს ხვდება.
სალომე ზურაბიშვილმა, შეხვედრის დაწყებამდე, განცხადება გააკეთა და თქვა, რომ შეხვედრის მთავარი თემა საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნის და არჩევნებში დიასპორის მონაწილეობის საკითხია.
სალომე ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ ამ მიმართულებით მეტი უნდა გაკეთდეს.