ნიკა გვარამიას გადაწყვეტილება - სტრასბურგის სასამართლოს უარის შემდეგ, ბედი გაეროში სცადოს, პოლიტიკური შეფასებების თემაა. პარტიის "ახალი" დამფუძნებელი ევროპის სასამართლოს არ ენდობა და, ამ მიზეზით, გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში ჩივის.
მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ გვარამია სტრასბურგის მარცხის გადაფარვას ცდილობს.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ გვარამიას გადაწყვეტილება "უსუსური და უხერხულია".
"სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ ის არის კრიმინალი. ახლა, როცა ის ამბობს, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს გაეროში, აქ კიდევ უფრო უხერხულ და უსუსურ მდგომარეობაში იგდებს თავს. ვფიქრობ, რომ ეს კარგია, რადგან რაც უფრო მეტ ადამიანს ეცოდინება ამის და დანარჩენი ოპოზიციის კრიმინალური ბუნების შესახებ, მით უკეთესი იქნება," - აცხადებს რატი იონათამიშვილი.