16 ნოემბერი 2024,   15:31
ვრცლად
თურქეთის ადგილობრივ არჩევნებში ოპოზიცია იმარჯვებს

სტამბული, ანკარა, იზმირი - თურქეთის ადგილობრივ არჩევნებში ოპოზიცია იმარჯვებს. თურქეთის მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ - "სახალხო რესპუბლიკურმა პარტიამ" დიდ ქალაქებში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

დასავლური მედია წერს, რომ არჩევნების შედეგები მნიშვნელოვანი დარტყმაა რეჯეფ თაიფ ერდოღანისთვის, რომელიც იმედოვნებდა, რომ მისი პარტია ქალაქებზე კონტროლს დაიბრუნებდა.

ერდოღანის ყველაზე სერიოზული პოლიტიკური მეტოქე, ექრემ იმამოღლუ, რომელიც კვლავ სტამბოლის მერის პოსტზე იყრიდა კენჭს, ამტკიცებს, რომ ხმების 96%-ის დათვლის შედეგად, ის ერდოღანის კანდიდატს მილიონზე მეტი ხმის ჯობნის.

სწორედ იმამოღლუ ითვლება ერდოღანის მთავარ კონკურენტად მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში, თუ ერდოღანი მასში მონაწილეობას მიიღებს. გუშინდელი არჩევნებით ქვეყნის მოსახლეობამ რეგიონული მმართველები 81 პროვინციაში აირჩია.

დღის ამბები