30 აპრილი 2024,   14:44
ვრცლად
მართვით სუნთქვაზეა კაცი, რომელიც, სავარაუდოდ ყაჩაღური თავდასხმის დროს დაჭრეს, ცოლი კი მოკლეს

მართვით სუნთქვაზე რჩება კაცი, რომელიც 5 აპრილს კლინიკაში უგონო მდგომარეობაში შეიყვანეს, მას სასტიკი წამების კვალი აღენიშნება.

შეგახსენებთ, ზუგდიდში დევნილთა დასახლებაში, მეზობელმა საკუთარ სახლში ნაწამები ცოლ-ქმარი გუშინ იპოვეს. მოკლულია საშუალო ასაკის ქალი, მზევინარ მიქაი, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ ჩამოვიდა რუსეთიდან. ტარიელ ჯიმშელიას სიცოცხლის გადასარჩენად კი, ექიმები ამ დრომდე იბრძვიან.

დანაშაულის სავარაუდო მოტივზე საუბრობენ ახლობლები. ისინი ჰყვებიან, რომ დამნაშავეთა მიზანი ოჯახიდან ფულისა და ძვირფასეულობის წაღება იყო, თუმცა უცნობია, მოახერხეს თუ არა სახლიდან დამნაშავეებმა რაიმეს წაღება. სამართალდამცავები თავდამსხმელთა ჯგუფის პოვნას ცდილობენ. გამოძიება დაწყებულია განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობის მცდელობის მუხლით.

დღის ამბები