23 აგვისტო 2026,   16:58
ვრცლად
"წაართვეს ჰოლანდიურ კომპანიას და გადასცეს დავით ხიდაშელს, თანამედროვე, ძალიან კარგი სათბური სამტრედიაში" - საბა ბუაძე

პარტია "ლელოში" მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ წაყენებულ ახალ ბრალდებებს პასუხობენ. პარტიის წევრი საბა ბუაძე ამბობს, რომ ამ ისტორიაში მთავარი ისაა, რომ "ქართულმა ოცნებამ" ჰოლანდიელ ინვესტორს საწარმო წაართვა და დავით ხიდაშელს გადასცა.

"ქართულმა ოცნებამ" ჰოლანდიელებს წაართვა ეს საწარმო და გადასცა დავით ხიდაშელს, რომელიც არის დაკავშირებული მასთან და კრემლთან. ეს არის ერთადერთი, რაც მნიშვნელოვანია მთელს ამ ისტორიაში. ეს არის მთელი ამ ამბის რეალური ფაქტობრივი გარემოებები. შესაბამისად, ამ კუთხით უნდა გავამახვილოთ ყურადღება ამ ყველაფერზე, რომ წაართვეს ჰოლანდიურ კომპანიას და გადასცეს დავით ხიდაშელს, თანამედროვე, ძალიან კარგი სათბური სამტრედიაში,"- აცხადებს საბა ბუაძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები