09 ოქტომბერი 2024,   18:22
ვრცლად
მოსკოვში პოლიციამ ანტიპუტინური აქციის მონაწილეები დააკავა

დაკავებებით დასრულდა გუშინ საღამოს ანტიპუტინური აქცია-პიკეტი მოსკოვის ცენტრში. დემონსტრანტები კრემლის კედელთან პოლიტპატიმრების მხარდასაჭერად პრეზიდენტის საწინააღმდეგო ტრანსპარანტებით შეიკრიბნენ.

სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეები პოლიციის ავტობუსებში ძალით ჩასვეს. დაკავებულია აქციის რვა მონაწილე.

საპროტესტო აქცია ორგანიზაცია “სტრატეგია 6-ის“ ორგანიზებული იყო, რომელიც მსგავს მანიფესტაციებს მოსკოვში ყოველი თვის 6 რიცხვში მართავს.

დღის ამბები