16 ნოემბერი 2024,   10:41
ვრცლად
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ჯიმ ო"ბრაიენს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ჯიმ ო"ბრაიენს შეხვდა.

მხარეებმა ისაუბრეს აშშ-საქართველოს ურთიერთობების დინამიკაზე, ბოლო წლებში საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე. ასევე, განიხილეს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი და აღნიშნულთან დაკავშირებით ერთმანეთს პოზიციები გაუზიარეს.

შეხვედრას პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი ესწრებოდნენ.

დღის ამბები