16 ნოემბერი 2024,   10:37
ვრცლად
თურქეთის რესპუბლიკა არის ჩვენი განსაკუთრებული მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა, ჩვენ გვაქვს ძალიან ძლიერი, მჭიდრო მეგობრული ურთიერთობები გვაქვს - ილია დარჩიაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად, თურქეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიც, რომელიც აცხადებს, რომ თურქეთის რესპუბლიკა საქართველოს განსაკუთრებული მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანაა.

მისივე თქმით, ვიზიტი ძალიან ძლიერ და მყარ იმპულსს მოიტანს ორივე ქვეყნისთვის:

"თურქეთის რესპუბლიკა არის ჩვენი განსაკუთრებული მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა. ჩვენ გვაქვს ძალიან ძლიერი, მჭიდრო მეგობრული ურთიერთობები, როგორც მთავრობებს შორის, ასევე ხალხთაშორის ურთიერთობები. საქართველოს პრემიერ-მინისტრი პირველად, ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ანკარაში, რომელსაც ექნება თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან შეხვედრა, სადაც განიხილება საკითხები, რომელიც ორი ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს აერთიანებს და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ძალიან ძლიერ და მყარ იმპულსს მოიტანს,"- აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი.

დღის ამბები