16 ნოემბერი 2024,   10:40
ვრცლად
იშვიათია, რომ ვენეციის კომისიამ ასეთი მძიმე დასკვნა დადოს და პირდაპირ მოითხოვოს კანონის გაუქმება - ანა წითლიძე "გამჭვირვალობის" კანონზე

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ანა წითლიძის განცხადებით, "გამჭვირვალობის შესახებ კანონზე" ვენეციის კომისიამ ძალიან მძიმე დასკვნა დადო.

როგორც წითლიძემ "ღამის კურიერის" ეთერში აღნიშნა, მიუხედავად ვენეციის კომისიის დასკვნისა და საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებებისა, ხელისუფლება გაჯიუტებულია, რადგან მათთვის ძალაუფლება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საქართველოს ევროინტეგრაცია.

"ვენეციის კომისიისგან ჩვენ ძალიან მძიმე დასკვნა მივიღეთ და ძალიან იშვიათია, რომ ვენეციის კომისიამ ასეთი მძიმე დასკვნა დადოს და პირდაპირ მოითხოვოს კანონის გაუქმება. ვენეციის კომისიამდე ჩვენ გვაქვს მთელი რიგი საერთაშორისო გამოხმაურებები და დრეს, ფაქტობრივად არ დარჩენილა არც ერთი მოკავშირე და პარტნიორი ქვეყანა, რომელსაც სიტყვა ეთქმის საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ევროკავშირის შიგნით და თითოეული მათგანი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ უკან გაიწვიოს რუსული კანონი. მაგრამ საქართველოს ხელისუფლება გაჯიუტებულია, რადგან მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ძალაუფლების შენარჩუნება და არა საქართველოს ევროპული ინტეგრაცია. მოვლენები ისე ვითარდება, რომ არა რუსულ კანონს უდრის არა რუსულ რეჟიმს. ერთის მხრივ არის რუსული რეჟიმი და მეორე მხრივ არის საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა, რომლებიც ქუჩაში დგანან თვეზე მეტია და ღიად ეუბნებიან საქართველოს ხელისუფლებას, რომ ისინი არ დაუშვებენ იმას, რომ საქართველო არ იყოს ევროპული ოჯახის წევრი და არ დაუშვებენ საქართველოს ევროპულ ორბიტაზე დაბრუნებას", - განაცხადა ანა წითლიძემ.

დღის ამბები