16 ნოემბერი 2024,   10:40
ვრცლად
"კურიერის" ინფორმაციით, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები და სალომე ზურაბიშვილი ხვალ "ერთიანი პლატფორმის შესახებ" მემორანდუმს გამოაქვეყნებენ - იქმნება თუ არა ერთიანი საარჩევნო სია

"კურიერისთვის" მოწოდებული ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებმა და ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებმა, გარე და შიდა მოლაპარაკებების შემდეგ მიიღეს გეგმა/დავალება, როგორც თავად საუბარში აცხადებენ, მათი "დიდი მეგობრებისგან", რომ ხვალ, 26 მაისს უნდა გამოაქვეყნონ მემორანდუმი "ერთიანი პლატფორმის შესახებ" და პოლიტიკურ პარტიებს შესთავაზონ გარკვეული ვადა ამ დოკუმენტზე ხელმოსაწერად - ამის შესახებ "კურიერს" ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიიდან უთხრეს.

წყაროს ინფორმაციით, "მემორანდუმში იქნება სხვადასხვა პუნქტები, მათ შორის ერთ-ერთი პუნქტი შეეხება ერთიან საარჩევნო სიას. სწორედ ეს არის ერთადერთი პუნქტი, რომელზეც სალომე ზურაბიშვილი და "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები, ასევე გიორგი გახარია და მამუკა ხაზარაძე ამბობენ, რომ ამ ეტაპზე ასეთი პუნქტის ჩაწერა მემორანდუმში, ყველასთვის დამაზიანებელი იქნება, საზოგადოება ამისთვის ბოლომდე შემზადებული არ არის და ეს უნდა მოხდეს უშუალოდ საარჩევნო სიების წარდგენის წინა დღეებში. აქედან გამომდინარე, შესაძლებელია მემორანდუმიდან, ამ ეტაპზე, საერთო სიის პუნქტი ამოიღონ".

რაც შეეხება სხვა პუნქტებს, მათში შეტანილია სხვადასხვა დათქმები, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში უნდა შექმნას ერთწლიანი დროებითი მთავრობა, პარლამენტმაც უნდა იფუნქციონიროს მხოლოდ ერთი წლით და მომდევნო საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს თვითმმართველობის არჩევნების პერიოდში, მანამდე კი მთლიანად უნდა გადალაგდეს და გაიწმინდოს პოლიცია, სუსი, პროკურატურა, სასამართლო, საჯარო სამსახურები, ცენტრალური საარჩევნო კომისია და ა.შ.

მიმდინარეობს მუშაობა, რომ პუნქტები მაქსიმალურად დაიხვეწოს, რათა მემორანდუმმა გაღიზიანება არ გამოიწვიოს ამ ინსტიტუტებში და ზოგადად საზოგადოებაში.

ასევე მიდის მსჯელობა, ამ ეტაპზე უნდა მიეთითოს თუ არა სალომე ზურაბიშვილი გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატად პრეზიდენტის პოსტზე.

რაც შეეხება პრემიერობის კანდიდატებს (რაც მემორანდუმში მითითებული არ იქნება), განიხილებიან მამუკა ხაზარაძე, ნიკა გვარამია და გიორგი ვაშაძე. არ გამორიცხავენ სხვა კანდიდატის არსებობასაც.

სალომე ზურაბიშვილის მხრიდან კონსულტაციებს პარტიებთან ოფიციალურად აწარმოებს ეკა ბესელია, თუმცა მემორანდუმზე ხელმომწერი ყველა პარტიის ვინაობა რეალურად წინასწარვე გარკვეულია.

დღის ამბები