17 ივნისი 2024,   19:11
ვრცლად
მცხეთაში მოქალაქეები დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავენ

მცხეთაში მოქალაქეები დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავენ. ადგილობრივებისთვის ქალაქში სხვადასხვა გასართობი სივრცე მოეწყო.

სამხედრო ტექნიკის გამოფენასთან ერთად, ადგილზევე გაიმართა ღვინის გამოფენა დეგუსტაციაც. მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივმა მეღვინეებმა.

საქართველოს სხვა რეგიონების მსგავსად, მცხეთაშიც გალაკონცერტი გაიმართება, რომელშიც საზოგადოებისთვის ცნობილი და საყვარელი სახეები იღებენ მონაწილეობას.

დღის ამბები