17 ივნისი 2024,   19:51
ვრცლად
რანაირად შეიძლება "ნაციონალური მოძრაობა" დააყენო ცალკე და გვარამია/მელიას მოძრაობა ცალკე, ყველანი არიან ერთნი, მწვალებელთა პარტიის გადმონაშთნი - ირაკლი ზარქუა პრეზიდენტის ინიციატივაზე

სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას, რომელმაც ოპოზიციურ სპექტრს ერთი მიზნის გარშემო გაერთიანება შესთავაზა, შეფასებები მოჰყვა მმართველ გუნდში. მმართველ პარტიაში მიიჩნევენ, რომ ამ ინიციატივას პერსპექტივა არ აქვს. მათი განცხადებით, პრეზიდენტმა არა ქართული, არამედ ლოკალური ომის ქარტია წარადგინა.

"არანაირი განსხვავებული ძალები არ არსებობს. სიაში იქნებიან ერთად თუ რაღაც პლატფორმას მოიგონებენ, რაღაც ლოკალური ომის ქარტია დავარქვათ ამას, რაც არის ხომ, ამას მოიგონებენ და იქ გაერთიანდებიან, რა მნიშვნელობა აქვს. ყველანი არიან ერთნი - მწვალებელთა პარტიის გადმონაშთნი. რანაირად შეიძლება შენ "ნაციონალური მოძრაობა" დააყენო ცალკე და გვარამია/მელიას მოძრაობა ცალკე?! - თუ ის ჩახდილები "გირჩის" მოძრაობა დააყენო ცალკე. არაფერი, ჩვენ რასაც ვამბობდით.

კიდევ ერთხელ მადლობა მადამ პრეზიდენტს ამ ინიციატივისთვის, ყველა ერთად გააერთიანა, რომ ჩვენს მოქალაქეებს კიდევ უფრო გაუმარტივდეთ არჩევანის გაკეთება - მწვალებელთა პარტიას შორის და მშვიდობის გარანტ პარტიას შორის.

საკონსტიტუციო ცვლილებებს აანონსებს, რაც თქვა. რანაირად?! - 20% ვერ აუღიათ. თავიანთი კვლევებითაც საერთოდ რადარს მიღმა არიან, რა საკონსტიტუციო უმრავლესობა. აგონიაში არიან, რა ქნან არ იციან. ან მეორე თემაა, იმ პატრონებს-დამფინანსებლებს თავს აწონებენ ასეთი ბრტყელ-ბრტყელი განცხადებებით. რანაირად, რომელი პარტია არის იქ, რომ 5%-იანიც რომ გადალახოს, მაქსიმუმ 1-2, ისიც დაღმავალი რეჟიმი აქვს რეიტინგებში," - აცხადებს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ზარქუა.

რაც შეეხება "ხალხის ძალას", გურამ მაჭარაშვილის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას საქართველოს წინააღმდეგ აქტს უწოდებს.

"ეს არის შეთქმულების აქტი საქართველოს წინააღმდეგ. ჩვენ ვნახეთ იქ, რომ უნდა იყოს ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯები გადადგმული, თან ამას საუბრობს ფორმალურად, მაგრამ მაინც საქართველოს პრეზიდენტი, რომელმაც ფიცი დადო კონსტიტუციაზე, მერე დაარღვია ეს კონსტიტუცია, აირჩია ხალხმა და მერე უღალატა ამ ხალხს, და ახლა საუბრობს იმასთან დაკავშირებით, რომ იმ ძალასთან ერთად, რომელმაც საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ საკუთარი ხალხი დახოცა და სიცოცხლეს გამოასალმა, ამ ხალხთან უნდა, რომ ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯები გადადგას რაღაცა 1 წლის განმავლობაში," - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" წევრი გურამ მაჭარაშვილი.

დღის ამბები