17 ივნისი 2024,   20:35
ვრცლად
ლევან ნიკოლეიშვილი: კანონის განხილვაში არ შემოვალო…მუხლობრივ განხილვაშიც არ შემოვალო, ამბობს პრეზიდენტის საკანონმდებლო მდივანი - აბა რაზეა მოსული პარლამენტში?

"კანონის განხილვაში არ შემოვალო…მუხლობრივ განხილვაშიც არ შემოვალო..." -ამბობს პრეზიდენტის საკანონმდებლო მდივანი გიორგი მსხილაძე. აბა რაზეა მოსული პარლამენტში? - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონზე სალომე ზურაბიშვილის ვეტოს განიხილავენ, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, გიორგი მსხილაძის გამოსვლას. ექსპერტის განცხადებით, უმჯობესი იქნებოდა, მსხილაძე პარლამენტის უკან შეკრებილ რამდენიმე მომიტინგეს შეერთებოდა, ვინაიდან ასე უფრო გასაგები იქნებოდა მისი პოზიცია. "კანონის განხილვაში არ შემოვალო…მუხლობრივ განხილვაშიც არ შემოვალო..." - ამბობს პრეზიდენტის საკანონმდებლო მდივანი გიორგი მსხილაძე. აბა რაზეა მოსული პარლამენტში? შეეძლო პარლამენტის უკან შეკრებილ ათიოდე მომიტინგეს შეერთებოდა, ტაფითა და ქვაბით ერთმანეთზე მირტყმით ხმაური გამოეწვია-ასე უფრო გასაგები იქნებოდა მისი თუ ზურაბიშვილის პოზიცია. მავნებელ პრეზიდენტთან მუშაობის შედეგად ეს კაცი სულ გასალომეზურაბაშვილდა!" - წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

დღის ამბები