17 ივნისი 2024,   20:34
ვრცლად
პოლიტიკური შეფასებების თემაა გახარიას პარტიის წევრის განცხადება - დაუშვილის დასმული კითხვის შეფასებისგან თავი შეიკავა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა

პოლიტიკური შეფასებების თემაა გახარიას პარტიის წევრის განცხადება. მიხეილ დაუშვილმა იურიდიული კომიტეტის სხდომაზე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს კითხვით მიმართა, "ამ კანონით და "ქართული ოცნების" ქმედებებით, ექმნება თუ არა საფრთხე ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას".

კომიტეტის თავმჯდომარემ, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს ჰკითხა, ეთანხმებოდა თუ არა ის დაუშვილის პოზიციას.

"ტერიტორიული მთლიანობის არ აღიარების საკითხი შეიძლება დადგეს იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ კანონს მივიღებთ. ეთანხმებით ამ მოსაზრებას?" - იკითხა ანრი ოხანაშვილმა.

გიორგი მსხილაძემ კონკრეტულ პასუხს თავი აარიდა, თქვა რომ საკითხი სენსიტიურია. ოპოზიციის ნაწილი დაუშვილს ეთანხმება, ნაწილი არასწორ ინტერპრეტაციაზე საუბრობს. უმრავლესობა კი თვლის, რომ საკითხის ასე დაყენება ანტისახელმწიფოებრივია.

დღის ამბები