16 ნოემბერი 2024,   10:39
ვრცლად
სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ, ცხადად, ელჩების თანდასწრებით დაიწყო კონსტიტუციის დარღვევა, იმით, რომ პრეზიდენტის პოზიციიდან ერევა საარჩევნო კამპანიაში - შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილმა, ქარტიის წარდგენით, კიდევ ერთხელ დაარღვია კონსტიტუცია, რადგან პრეზიდენტს პოლიტიკური მოვლენების წარმართვის უფლება არ აქვს.

პაპუაშვილი დაინტერესდა, გაამახვილებენ თუ არა ამ ფაქტზე ყურადღებას სადამკვირვებლო ორგანიზაციები, რომლებიც სხვადასხვა რესურსის გამოყენება-არ გამოყენების საკითხებს ხშირად განიხილავენ ხოლმე.

"სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ, ცხადად, ელჩების თანდასწრებით დაიწყო კონსტიტუციის დარღვევა, იმით, რომ პრეზიდენტის პოზიციიდან ერევა საარჩევნო კამპანიაში, მონაწილეობს კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებთან ერთად საარჩევნო კამპანიაში, სახავს საარჩევნო სტრატეგიას, მიზნებს, არჩევნების შემდეგ მთავრობის დაკომპლექტების გეგმებს და ა.შ. ეს არის კონსტიტუციის დარღვევა - უკვე მეორე სახის.

ახლა საინტერესოა, საერთაშორისო ან თუნდაც ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიები, რომლებიც ძალიან მგრძნობიარე არიან ხოლმე სხვადასხვა რესურსის გამოყენება-არ გამოყენების საკითხების განხილვაში, აქაც ფართოდ დახუჭული თვალებით შეხედავენ კონსტიტუციის ამ დარღვევას, თუ ვიხილავთ მათგან რეაქციას იმაზე, რომ ეს არის კონსტიტუციის უხეში დარღვევა, როდესაც პრეზიდენტის სტატუსის მქონე ადამიანი ერევა საარჩევნო კამპანიაში,"-აღნიშნა პაპუაშვილმა.

დღის ამბები