16 ნოემბერი 2024,   14:48
ვრცლად
მოძრაობა "თავისუფლებისთვის" ლიდერს, ნიკო მანაგაძეს უცნობი პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ

მოძრაობა "თავისუფლებისთვის" ლიდერს, ნიკო მანაგაძეს, რომელიც საპროტესტო აქციებში აქტიურად მონაწილეობდა, დღეს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 1-ელი კორპუსის წინ უცნობი პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეომასალაც, რომელშიც ჩანს რამდენიმე ახალგაზრდა, რომელიც უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიას სირბილით ტოვებს. კადრებში ჩანს თავად მანაგაძეც, რომელსაც დაზიანებები თავის არეში აქვს მიყენებული. მოძრაობა "თავისუფლებისთვის" ლიდერის განმარტებით, მას თავს მოულოდნელად დაესხნენ და გამეტებით ურტყამდნენ.

დღის ამბები