28 სექტემბერი 2024,   08:44
ვრცლად
ოპოზიციამ საზოგადოებას აცნობა, რომ წინააღმდეგია ამ კანონის მიღების და ეწინააღმდეგება დაკვეთას, რომელიც საზოგადოების უდიდესი ნაწილისგან მოდის - მიქანაძე "ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის" შესახებ კანონზე

“ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის“ შესახებ საკანონმდებლო პაკეტის განხილვა, კამათის ფონზე მიმდინარეობდა. პარლამენტში, 4 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომას ოპოზიციიდან მხოლოდ “გირჩი“ დაესწრო. ოთხივე კომიტეტმა საკანონმდებლო პაკეტს მხარი ერთხმად დაუჭირა.

კომიტეტების გაერთიანებულ სხდომის შემდეგ შეფასებები გაკეთდა მმართველ გუნდში:

“ოპოზიციამ საზოგადოებას აცნობა იმის თაობაზე, რომ ის წინააღმდეგია ამ კანონის მიღების და შესაბამისად, ეწინააღმდეგება იმ დაკვეთას, რომელიც ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილისგან მომდინარეობს. დარწმუნებული ვარ, ეს სათანადოდ იქნება აღქმული ჩვენი საზოგადოების მხრიდან და არჩევნებისთვისაც გათვალისწინებული იქნება. გამომდინარე იქიდან, რომ ოპოზიცია ეწინააღმდეგება იმ კანონის მიღებას, რომელსაც ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილისგან აქვს ლეგიტიმაცია მიცემული. ამის დადასტურება იყო ის მილიონიანი მსვლელობა, რომელიც ერთი თვის წინ, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეს გაიმართა,“ - აცხადებს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე.

19 კანონპროექტისგან შემდგარი პაკეტი სამართლებრივ ჩარჩოში აქცევს ქორწინების, შვილად აყვანის და სქესის შეცვლის პროცედურებს, ამავე დროს, ზღუდავს ეგრეთწოდებულ ლგბტ პროპაგანდას.

დღის ამბები