16 ნოემბერი 2024,   15:04
ვრცლად
20 ივნისს დაზარალებული, დავით ფარადაშვილი ჯანდაცვის სამინისტროსგან დამატებით დახმარებას ითხოვს - რას პასუხობს უწყების მინისტრი

“ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა და 20 ივნისს დაზარალებულმა, დავით ფარადაშვილმა ჯანდაცვის სამინისტროში განცხადება შეიტანეს. დავით ფარადაშვილის განცხადებით, 20 ივნისს მიღებულ დაზიანებებს დღესაც ებრძვის, სრული რეაბილიტაციისთვის დამატებითი სამედიცინო პროცედურების დროულად ჩატარება სჭირდება, რაშიც დახმარებას ჯანდაცვის სამინისტროსგან მოითხოვს.

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის თქმით კი, დავით ფარადაშვილს დაზარალებულის სტატუსიც აქვს მინიჭებული, მისი მკურნალობის ხარჯებს კი სახელმწიფო ფარავს.

“ცოტა უცნაურად გამოიყურება [ეს ამბავი]. ადამიანს, რომლისთვისაც სახელმწიფოს არაფერზე უარი არ უთქვამს, მისგან ცოტა პოლიტიკური ელფერის მქონე ცერემონიების გამართვა, არ მგონია რომ აუცილებელი იყოს. მას ჰკითხეთ, თუ აქვს წამოყენებული მოთხოვნა, რომელზეც უარი ეთქვა ან დაყოვნდა. რამდენი ასეული ლარია გაცემული მის სასარგებლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან,“ - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

დღის ამბები