05 ივლისი 2024,   19:52
ვრცლად
ხალხის ნაწილის ვნება, ჩაგრულად გააფორმონ ეს საოცრად ლაღი ადამიანი, უკვე მის დაკნინებასა და შეურაცხყოფას ემსგავსება - ნათია ფანჯიკიძე ბუდუ ზივზივაძეზე

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. ფანჯიკიძე წერს, რომ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს არავინ ჩაგრავს და მათი მსხვერპლად წარმოჩენა არასწორია.

"ეს საოცარი ბიჭი, გარდა იმისა, რომ გადასარევი ფეხბურთელია, იმიტომ გვიყვარს, ასე ლაღი, კეთილი, გამბედავი და ხალასი რომაა და იქნებ გავუშვათ კლანჭები და არ დავაკარგვინოთ ეს სიკაშკაშე ჭარბი დადარაჯებით და დაუსაბუთებელი პარანოიდული განწყობებით.

გაუცნობიერებელი ჟინი, ხელში ჩაიგდო "ლურჯი ფრინველი", გამოსტაცო თავის ბუნებრივ გარემოს, სამეგობროს, პროფესიას და ჩასვა გალიაში, გააცნობიერო უნდა. თანდათან ფანებისგან ხდება გადასარჩენი.

"ნამეტანი სიყვარული" აგრესიას და კონტროლის სურვილს უტოლდება. ყველაფერს ეტყობა, რომ ნაკრების წევრებს ერთმანეთი უყვართ, უყვართ ბუდუ და მას ძალიან აფასებენ. ხალხის ნაწილის ვნება, ჩაგრულად გააფორმონ ეს საოცრად ლაღი ადამიანი და თავიანთი "დაცვის", ანუ კონტროლის ობიექტად აქციონ, ყველაფერთან ერთად, უკვე მის დაკნინებას და შეურაცხყოფას ემსგავსება.

არც ბუდუა "საწყალი" ტიპი და არც ნაკრების წევრები არიან "ცხვრები", რომ ერთმანეთი დაეჩაგვრინონ ვინმეს. მესმის, სინათლის მოხელთება და მისაკუთრება დიდი ცდუნებაა, მაგრამ ეს ცდუნება სხვანაირად დავიკმაყოფილოთ, ამ სინათლეში უბრალოდ ყოფნით, იმდენად, რამდენიც გვეკუთვნის და იმდენად, რამდენის უფლებასაც თავად ბიჭები გვაძლევენ. თუ დავჭირდებით, თვითონ დაგვიძახებს და იცის, რომ ვყავართ," - წერს ნათია ფანჯიკიძე.

 

დღის ამბები