16 ნოემბერი 2024,   15:52
ვრცლად
თუ სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტები გაერთიანდებიან, უნდა ველოდოთ საერთო სიას, რადგან სხვანაირად სამართლებრივად წარმოუდგენელია - გრიგოლ გეგელია 

პარტიის "ლელო საქართველოსთვის" საერთაშორისო მდივანი, გრიგოლ გეგელია აცხადებს, რომ თუ სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტები გაერთიანდებიან, აუცილებლად იქნება საერთო სიაც, რადგან სამართლებრივად სხვანაირად ვერ მოხდება:

"მოლაპარაკებები ნამდვილად მიმდინარეობს, დანარჩენი არის განხილვის საგანი. ჩვენ ჯერ კიდევ გვჭირდება დრო, რომ საზოგადოებას წარვუდგინოთ მკაფიო კონფიგურაცია, რომლითაც გავდივართ არჩევნებზე.

თუ სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტები გაერთიანდებიან, რა თქმა უნდა, უნდა ველოდოთ საერთო სიას, რადგან სხვანაირად სამართლებრივად წარმოუდგენელია.

ჩვენ აღარ გვაქვს ბლოკის სისტემა, ამიტომ ან გადიხარ მარტო, როგორც პარტია, ან გადიხარ სხვა პარტიებთან ერთად საერთო სიით," - აცხადებს გეგელია.

დღის ამბები