05 ივლისი 2024,   19:11
ვრცლად
AFP: ჯო ბაიდენის თქმით, ტრამპთან დებატების დროს, გადაღლილობის გამო, ეძინებოდა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ამბობს, რომ CNN-ზე ტრამპთან დებატების დროს ეძინებოდა, რის გამოც მისი გამოსვლა საუკეთესო არ იყო. ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო AFP ავრცელებს.

ბაიდენის განცხადებით, დებატების წინა პერიოდში, იტალიაში და საფრანგეთში განხორციელებული საგარეო ვიზიტების გამო, ფიზიკურად გადაიღალა. ამასთანავე, თეთრი სახლის პრესსპიკერი კარინ ჟან პიერი განსხვავებულ ვერსიას ავრცელებს და ამბობს, რომ დებატების დროს ბაიდენი გაციებული იყო, რაც მის გამოსვლაზეც აისახა.

დღის ამბები