16 ნოემბერი 2024,   15:58
ვრცლად
გახარიას გუნდი ენმ-ს ყველაზე აქტიური მხარდამჭერი და მოკავშირეა, როგორც არ უნდა გადალაგდნენ, საბოლოოდ "ნაციონალურ მოძრაობას" მივიღებთ - გიორგი ვოლსკი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ გახარიას გუნდი ენმ-ს ყველაზე აქტიური მხარდამჭერი და მოკავშირეა.

"კოლექტიური "ნაცმოძრაობა" ფიქრობს, რომ საზოგადოების სხვადასხვა ნიშები დაიკავოს და იქიდან მიიღოს ხმები. ეს ყველა ერთია, ერთი გუნდია, ერთი დანაშაულით და ერთი სისხლით არიან გაერთიანებული წარსულში.

ერთადერთი განსხვავება არის გახარიას პოლიტიკური გუნდი, რომელიც არ არის პირდაპირ ჩართული, თუმცა ყველაზე აქტიური მხარდამჭერი და მოკავშირეა მათი. როგორც არ უნდა გადალაგდნენ ერთი და იმავე შედეგს - ყველა შემთხვევაში, საბოლოოდ "ნაციონალურ მოძრაობას  მივიღებთ," - აცხადებს ვოლსკი.

დღის ამბები