05 ივლისი 2024,   20:22
ვრცლად
ინდოეთში, რელიგიურ დღესასწაულზე დაწყებული ჭყლეტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 116-მდე გაიზარდა

ინდოეთში, ჭყლეტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 116-მდე გაიზარდა. CNN-ის ინფორმაციით, დაღუპულთა შორის 108 ქალი და შვიდი ბავშვია.

შემთხვევა უტარ პრადეშის შტატში რელიგიური ღონისძიების დროს მოხდა. რელიგიური ღონისძიების ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ, მათი ვარაუდით, ღონისძიებას 80 000 ადამიანი უნდა დასწრებოდა, თუმცა მოსალოდნელზე გაცილებით მეტი ადამიანი მივიდა.

ადგილობრივი ოფიციალური პირების თქმით, დაწყებულია გამოძიება.

დღის ამბები