05 ივლისი 2024,   20:52
ვრცლად
ეროვნული გამოცდები - პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ

დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ. პირველი სესია სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. აბიტურიენტების ის ნაწილი, რომელიც საგამოცდო ცენტრებში 08:00 საათზე მივიდა, გამოცდიდან სულ ცოტა ხნის წინ გამოვიდა.

პირველ საგამოცდო სესიაზე განაწილებული აბიტურიენტების 93 პროცენტზე მეტი გამოცდაზე გამოცხადდა, ერთმა დააგვიანა. წელს აბარებს 47 ათასზე მეტი აბიტურიენტი.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის, ნინო წერეთლის თქმით, საგამოცდო პროცესი მშვიდ გარემოში დაიწყო.

"ამ წუთის მდგომარეობით, ძალიან მშვიდ გარემოში დასრულდა რეგისტრაციის პროცესი, რომელიც პირველ სესიაზე ყოველთვის 08:00 საათზე იწყება და საგამოცდო პროცესიც დაიწყო. დაიწყო შეუფერხებლად, მშვიდ გარემოში და იმედია, რომ ასე გაგრძელდება 26 ივლისამდე, როდესაც ფიზიკის გამოცდით დავამთავრებთ სრულიად საგამოცდო სისტემას," - აცხადებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი, ნინო წერეთელი.

დღის ამბები