"მე ვარ სრულიად დარწმუნებული თქვენს შემართებაში და შემდგომ - თქვენს გამარჯვებაში", - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას, საფრანგეთში გამგზავრებამდე.
ზურაბიშვილის თქმით, საქართველოსთვის სპორტი ქართველი ხალხისთვის ერთობის ერთ-ერთი სახეობა გახდა.
"მე ვარ სრულიად დარწმუნებული თქვენს შემართებაში და შემდგომ - თქვენს გამარჯვებაში. თქვენ, არა მხოლოდ არაჩვეულებრივი დონის სპორტსმენები ბრძანდებით, თქვენ ასევე ხართ ახალგაზრდებისთვის ის მაგალითი, რომელიც ძალიან გვჭირდება - მაგალითი შემართების, თავდადების, პროფესიონალიზმის, იმის, რომ არასდროს არ გაჩერდებით. ამ ქვეყანაში დღეს ბევრი რამ არის ეგზისტენციალური და ეს თამაშებიც არის ეგზისტენციალური, ჩვენთვის სპორტი გახდა ეგზისტენციალური, გახდა ერთობის ერთ-ერთი სახეობა, ჩვენი ერთად დგომისა და გახარების, რაც ძალიან გვჭირდება. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენც დაგვიბრუნდებით და ეს იქნება გახარების ერთი დიდი მომენტი", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.