16 სექტემბერი 2024,   10:03
ვრცლად
სოფელ ომალოში, სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს

კახეთში, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ომალოში, სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს. სამართალდამრღვევს უკანონო სახერხი საკუთარ საკარმიდამო ნაკვეთში ჰქონდა დამონტაჟებული.

ამავე ტერიტორიაზეა აღმოჩენილი უკანონოდ მოპოვებული, 15 კუბურ მეტრამდე წიფლის სახეობის სამასალე მერქანი და პირველადი გადამუშავების პროდუქტი.

მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, გადაგზავნილია შესაბამის უწყებაში.

დღის ამბები