08 სექტემბერი 2024,   03:56
ვრცლად
ივნისში ექსპორტი გაიზარდა და რეკორდულ მოცულობას მიაღწია - საქსტატი

საქსტატის ინფორმაციით, ივნისში ექსპორტი დაახლოებით 6 პროცენტით გაიზარდა და რეკორდული მოცულობა - 582 მილიონ დოლარზე მეტი შეადგინა. ადგილობრივი ექსპორტი, წინა წლის ივნისთან შედარებით, 11,3 პროცენტით გაიზარდა და მისი მოცულობა 270 მლნ დოლარზე მეტს გაუტოლდა.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ზრდის ტენდენცია დაფიქსირდა სოფლის მეურნეობის პროდუქტების, ტანსაცმლისა და ტექსტილის ნაწარმის, ფეროშენადნობებისა და სხვა სამრეწველო პროდუქციის მიმართულებით.

დღის ამბები