16 სექტემბერი 2024,   22:55
ვრცლად
ლიეტუვის პრეზიდენტს არ სურს, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ევროკომისარი გახდეს

ლიეტუვის პრეზიდენტს არ სურს, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი, ევროკომისარი გახდეს.

გიტანას ნაუსედამ თქვა, რომ ქვეყანამ ყურადღება უნდა გაამახვილოს კანდიდატის ეკონომიკურ გამოცდილებაზე და არა საერთაშორისო ურთიერთობებზე. ლიეტუვის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ საგარეო საქმეთა მინისტრს ეკონომიკის სფეროსთან კავშირი არ აქვს.

ლანდსბერგისს ევროკომისრის პოზიციაზე თანაპარტიელები და მედია მთავარ პრეტენდენტად განიხილავენ. თავად ლანდსბერგისს პრეზიდენტის განცხადებაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

დღის ამბები