"კოალიცია ცვლილებებისთვის" ემიგრანტებისთვის საარჩევნო უბნების გახსნას ითხოვს. ლიდერებმა მიმართეს საგარეო საქმეთა სამინისტროს და მოუწოდეს, დროულად დაიწყონ საარჩევნო უბნების გახსნა. დღეს, ასევე ყველა ქალაქიდან, ემიგრანტების მიერ ხელმოწერილ დოკუმენტებს გადაუგზავნიან იმ სადამკვირვებლო მისიას, ვინც საქართველოში არჩევნებს დააკვირდება.
"90-ზე მეტ ქალაქში გროვდება უკვე ხელმოწერები. დაახლოებით, 40-მდე ქალაქია, სადაც უკვე შეგროვდა 50-ზე მეტი ხელმოწერა და გადაგზავნილია საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ცესკოში. "ჯემნისუსმა" დათვალა, რომ 90-ვე ქალაქში რომ გახსნას ცესკომ საარჩევნო უბნები, ჯამში, ცესკოს წლევანდელი ბიუჯეტის 0.08% იქნება. ანუ, არანაირ განსაკუთრებულ დანახარჯებზე არაა საუბარი და, სინამდვილეში, ძალიან მარტივად შეიძლება გაკეთება, თუ ამისი პოლიტიკური ნება არსებობს. ამ პოლიტიკურ ნებას დღევანდელი ხელისუფლება არ ავლენს, რადგან იციან, რომ საზღვარგარეთ აგებენ არჩევნებს," - აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.