08 სექტემბერი 2024,   03:35
ვრცლად
პოლიცია ამ დრომდე ეძებს კაცს, რომელმაც კახეთში ორი პირი მოკლა

პოლიცია ამ დრომდე ეძებს მამაკაცს, რომელმაც კახეთში ორი პირი მოკლა. დაპირისპირება მეზობლებს შორის სოფელ ლალისყურში მოხდა. ერთ-ერთმა ორ თანასოფლელს, მათ შორის საკუთარი ნათლულის მამას, ცეცხლი გაუხსნა. ერთი პირი ადგილზევე გარდაიცვალა, მეორე კი კლინიკაში.

ადგილობრივების ინფორმაციით, ფაქტს თვითმხილველი არ ჰყავს, თუმცა 29 წლის მამაკაცმა, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს, სიკვდილამდე პოლიციისთვის ინფორმაციის მიწოდება მოასწრო.

მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით მიმდინარეობს.

დღის ამბები