16 სექტემბერი 2024,   22:55
ვრცლად
უკრაინა დეფოლტის ზღვარზეა - Fitch-მა ომში მყოფი ქვეყნის რეიტინგი "СС-დან" "C" დონემდე შეამცირა

სააგენტო Fitch-მა უკრაინის საკრედიტო რეიტინგი "СС-დან" "C" დონემდე შეამცირა. "C" დონე ასახავს Fitch-ის დასკვნას, რომ უკრაინისთვის დეფოლტი ან დეფოლტის მსგავსი პროცესი დაიწყო. უკრაინის რეიტინგის დეფოლტის ზონამდე დაწევას საპარლამენტო უმრავლესობის წევრები აფასებენ და ყურადღებას ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნების მნიშვნელობაზე ამახვილებენ.

ომში მყოფი ქვეყნის ეკონომიკური პრობლემები არ უკვირთ ოპოზიციაში. პოლიტიკოსები დარწმუნებული არიან, რომ ომის დასრულების შემდეგ უკრაინა საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებით სწრაფად აღდგება.

უკრაინაში გრძელვადიანი დეფოლტის ფონზე მმართველი გუნდი ოპონენტებს მეორე ფრონტის გახსნის მოწოდებებს და ამ მიმართულებით არსებულ საფრთხეებს ახსენებს. "ქართული ოცნების" ლიდერების შეფასებით, რომ არა მთავრობის პრაგმატული პოლიტიკა, საქართველოში უკრაინაზე გაცილებით რთული მდგომარეობა იქნებოდა.

Fitch-ის მოხსენებაში ნათქვამია, რომ უკრაინამ კრედიტორთა ჯგუფთან პრინციპულ შეთანხმებას მიაღწია. რაც $20 მილიარდის საერთაშორისო ობლიგაციების რესტრუქტურიზაციას ითვალისწინებს. კრედიტორებთან შეთანხმება ითვალისწინებს ვალების საგადასახადო ვადებისა და ძირითადი თანხის პროცენტების შემცირებას.

დღის ამბები