16 ნოემბერი 2024,   23:58
ვრცლად
კათოლიკე ლიდერები ფრანგ ეპისკოპოსებს პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე საიდუმლო სერობის სცენის დაგმობაში უერთდებიან

კათოლიკური საინფორმაციო სააგენტო (CNA) ოლიმპიადის გახსნის ცერემონიის შესახებ სტატიას აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ კათოლიკე ლიდერები პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე საიდუმლო სერობის სცენის დაგმობაში, ფრანგ ეპისკოპოსებს უერთდებიან.

ეპისკოპოსები და გამოჩენილი წინამძღოლები მთელი მსოფლიოდან შეუერთდნენ საფრანგეთის ეპისკოპოსთა კონფერენციისა და აშშ-ის ეპისკოპოსების 26 ივლისს გამართული პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალის კრიტიკას საიდუმლო სერობის გამოსახვისთვის და მას ქრისტიანობის ღრმად სამარცხვინო დაცინვა უწოდეს.

შაბათს გამოქვეყნებულ განცხადებაში, ფრანგმა ეპისკოპოსებმა ღრმა სინანული გამოხატეს ქრისტიანობის დაცინვის სცენების გამო.

"მადლობას ვუხდით სხვა რელიგიური კონფესიების წევრებს, რომლებმაც სოლიდარობა გამოხატეს“, - ნათქვამია 27 ივლისის განცხადებაში.

"ჩვენ ვფიქრობთ ყველა ქრისტიანზე ყველა კონტინენტზე, რომლებიც გარკვეული სცენების აღშფოთებამ და პროვოკაციამ დააზარალა“.

ეპისკოპოსებმა ასევე დაამატეს: "ვიმედოვნებთ, მათ ესმით, რომ ოლიმპიური დღესასწაული ზოგიერთი ხელოვანის იდეოლოგიურ პრეფერენციებს სცილდება“.

სტატიაში მოყვანილია ეპისკოპოსების გამოხმაურებები პარიზის ოლიმპიადაზე.

მალტის არქიეპისკოპოსმა ჩარლზ სციკლუნამ სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა, რომ მან მესიჯი გაუგზავნა საფრანგეთის ელჩს მალტაში, სადაც იმედგაცრუება გამოხატა ქრისტიანების შეურაცხყოფის გამო, პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიის დროს, როდესაც დრაგ არტისტების ჯგუფმა საიდუმლო სერობის პაროდია გააკეთა.

აშშ-ის საეპისკოპოსო კომიტეტის თავმჯდომარემ, ეპისკოპოსმა ენდრიუ კოზენსმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც კათოლიკეებს მოუწოდებს, პარიზის ინციდენტს ლოცვითა და მარხვით უპასუხონ.

ერთ-ერთი ეპისკოპოსი, კოზენსი წერს, რომ "იესომ ხელახლა განიცადა თავისი ვნება პარასკევს ღამით პარიზში, როდესაც მისი საიდუმლო სერობა საჯარო ცილისწამება გახდა“.

სანტიაგო დე ჩილეს არქიეპისკოპოსმა ფერნანდო ჩომალიმ იმედგაცრუება გამოხატა. გერმანელმა ეპისკოპოსმა შტეფან ოსტერმა კი პარიზის ცნობილ სცენას "ქვიარის უკანასკნელი ვახშამი“ უწოდა.

ფრეი ნელსონ მედინამ, ცნობილმა კოლუმბიელმა დომინიკელმა მღვდელმა სოციალური მედიის საშუალებით განაცხადა, რომ ოლიმპიური თამაშებიდან არცერთ სცენას არ უყურებს.

მელბურნის არქიეპისკოპოსმა პიტერ კომენსოლიმ, [ავსტრალიიდან], სოციალურ ქსელ X-ზე გამოაქვეყნა "საიდუმლო სერობის“ ფოტო და დაწერა: "მე ორიგინალი მირჩევნია“.

ხავიერ ტებას მედრანომ, ლა ლიგის, ესპანეთის უმაღლესი პროფესიონალური ფეხბურთის დივიზიონის პრეზიდენტმა, მკაცრად დაგმო პარიზული დრაგ ქუინის სცენები სოციალურ მედიაში. მედრანომ გამოაქვეყნა წარმოდგენიდან ფოტო შემდეგი წარწერით: - "მიუღებელი, უპატივცემულო, სამარცხვინო! პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე საიდუმლო სერობის გამოსახულების გამოყენება შეურაცხყოფაა მათთვის, ვინც ქრისტიანია. სად არის რელიგიური მრწამსის პატივისცემა?”

ასევე, ფრანგი ევროპარლამენტარი მარიონ მარეშალი პარიზის ოლიმპიადის გახსნაზე "დრაგ ქვინების" მიერ საიდუმლო სერობის პაროდიას აკრიტიკებს. ის სოციალურ ქსელ X-ზე სტატუსს აქვეყნებს და ქრისტიანებს მიმართავს, რომლებმაც თავი შეურაცხყოფილად იგრძნეს. "მსოფლიოს მასშტაბით ყველა ქრისტიანს, ვინც ახლა პარიზის ოლიმპიადის ცერემონიას უყურებს და "დრაგ ქვინების" მიერ "საიდუმლო სერობის" პაროდიის გამო თავს შეურაცხყოფილად გრძნობს, იცოდეთ, რომ საფრანგეთი კი არ საუბრობს ინაუგურაციაზე, არამედ მემარცხენე უმცირესობა გესაუბრებათ, რომელიც ნებისმიერი პროვოკაციისთვის მზად არის“.-წერს ევროპარლამენტარი.

დღის ამბები