09 ოქტომბერი 2024,   18:22
ვრცლად
კატალონია საყოველთაო გამოკითხვისთვის ემზადება

კატალონია საყოველთაო გამოკითხვისთვის ემზადება. ხვალ მოსახლეობამ პასუხი უნდა გასცეს შეკითხვას, სურს რეგიონის დამოუკიდებლობა თუ ესპანეთის შემადგენლობაში დარჩენა.

სააგიტაციო კამპანია დამოუკიდებლობის მომხრეებმა ბარსელონაში მასშტაბური აქციით დაასრულეს.

დღეს კატალონიაში დუმილის დღეა გამოცხადებული. თავდაპირველად კატალონიის მთავრობა რეფერენდუმის ჩატარებას აპირებდა და შესაბამისი კანონიც მიიღო. თუმცა ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ხელისუფლების პოზიცია დაიკავა და დაგეგმილი რეფერენდუმი არალეგიტიმურად გამოაცხადა, ამიტომ ხვალინდელი საყოველთაო გამოკითხვის შედეგებს არანაირი იურიდიული ძალა არ ექნება.

ამავე თემაზე
დღის ამბები