22 იანვარი 2025,   05:14
ვრცლად
2008 წლის აგვისტოს მოვლენები გაიხსენეს გორში - რუსული ავიაციის მიერ დაბომბილ ქალაქში

2008 წლის აგვისტოს მოვლენები გაიხსენეს გორში - ქალაქში, რომელიც რუსული ავიაციის მიერ დაიბომბა.

გადაიხადეს დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი, რის შემდეგაც მოქალაქეებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა 2008 წლის ომში გმირულად დაღუპული ძმების - რომელაშვილების მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

ამას გარდა, პატივი მიაგეს ვერხვების დასახლების დაბომბვის დროს დაღუპული მოქალაქეების ხსოვნას, შეამკეს მათი სახელობის მემორიალი, რომელიც რუსული ჭურვებით არის გაკეთებული.

დღის ამბები