16 ნოემბერი 2024,   18:26
ვრცლად
სადაც ჩვენ ვართ, ყველგან იქნება მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების ბანერი - დავით კირკიტაძე "დემოკრატიის ფესტივალზე"

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, დავით კირკიტაძემ, "დემოკრატიის ფესტივალთან დაკავშირებით განაცხადა, რომ სააკაშვილის ბანერები ყველგან იქნება წარდგენილი, სადაც "ნაციონალური მოძრაობაა."

"სადაც ჩვენ ვართ, ყველგან იქნება მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების ბანერი. იქ, სადაც არის "ნაციონალური მოძრაობა," მისთვის მნიშვნელოვანია ეს საკითხი. ჩვენ ჩვენი პროგრამის შესახებ აუცილებლად მოვუყვებით დაინტერესებულ პუბლიკას. ისევე, როგორც მივესალმებით უცხო ქვეყნის დაფინანსებას ინფრასტრუქტურულ პროექტებში, ასევე, მისასალმებელია დემოკრატიაში მათ მიერ გაღებული ინვესტიცია," - განაცხადა დავით კირკიტაძე.

დანიური ფონდის დაფინანსებით და ოპოზიციის მონაწილეობით, რეგიონებში შეხვედრები გრძელდება. "დემოკრატიის ფესტივალს" ამ წუთებში ქუთაისი მასპინძლობს. მიხეილ სააკაშვილის პლაკატის გაშლის და მისი გათავისუფლების მოთხოვნის შემდეგ, დღეს იმერეთში კიდევ ერთი ბანერი გამოჩნდა წარწერით - "ხელისუფლების ძალაუფლების გადაცემა." სწორედ ამ თემაზე იგეგმება დებატები დემოკრატიის ფესტივალზე. 

მმართველი გუნდი კი მსგავსი შინაარსის ღონისძიებების უცხოური ფულით დაფინანსებას, ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანიად აფასებს. ხელისუფლებაში არ გამორიცხავენ რომ საგარეო უწყებაში დანიის ელჩი დაიბარონ.

დღის ამბები