10 ოქტომბერი 2024,   12:41
ვრცლად
"შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი" პერსპექტიულია და ტექნიკურ-ეკონომიკურად განხორციელებადია - კვლევა

"შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი" პერსპექტიულია და ტექნიკურ-ეკონომიკურად განხორციელებადია, - ამის შესახებ კვლევაშია აღნიშნული, რომელიც იტალიურმა საკონსულტაციო კომპანიამ მოამზადა.

კვლევა კომპანია "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ" დაუკვეთა და ის მსოფლიო ბანკმა დააფინანსა.

"შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი" მაღალი ძაბვის წყალქვეშა გადამცემი ქსელის მოწყობას ითვალისწინებს, რომელმაც საქართველოსა და ევროპის ელექტროენერგეტიკული სისტემები ერთმანეთთან უნდა დააკავშიროს.

დღის ამბები