05 ოქტომბერი 2024,   11:32
ვრცლად
ილონ მასკის ინტერვიუ დონალდ ტრამპთან - მასკმა შტატების 45-ე პრეზიდენტი, თავის სოციალურ ქსელ X-ზე დააბრუნა 

X-ის პლატფორმაზე ორი უმდიდრესი ადამიანის სატელეფონო ინტერვიუ, 40 წუთიანი დაგვიანებით დაიწყო. ილონ მასკის თქმით, ჰაკერული თავდასხმის გამო, თუმცა არ გამოირიცხება, რომ მიზეზი მსმენელების დიდი რაოდენობა იყო. დონალდ ტრამპთან მასკის ინტერვიუს მოსმენა ბევრს სურდა. მიუხედავად წარსული უთანხმოებებისა და ონლაინ სივრცეში გაცვლილი რეპლიკებისა, ამჯერად ერთმანეთს ორი მეგობარი ესაუბრებოდა.

ბატლერამდე კი ტრამპი X-ზე დაბრუნდა. ძველი სივრცე ახალი ოპონენტის კრიტიკისთვის გამოიყენა და კამალა ჰარისს არაკომპეტენტური უწოდა. მიუხედავად იმისა, რომ ჯო ბაიდენი მისი მეტოქე აღარაა, ფოკუსში ისიც აქტიურად ჰყავდა. განსაკუთრებით კრიტიკული ტრამპი დემოკრატების საიმიგრაციო პოლიტიკის მიმართ იყო, რის გამოც იძულებულია ისტორიაში ყველაზე მასშტაბური დეპორტაცია განახორციელოს.გააკრიტიკა ეკონომიკური პოლიტიკაც, თუმცა ყველაზე დიდი კრიტიკა თეთრმა სახლმა მისგან ცხელ წერტილებთან დაკავშირებით მიიღო.

ამ ინტერვიუში ტრამპმა აშშ-ში ისრაელის მსგავსი რკინის გუმბათის მშენებლობა დააანონსა. გამოვიდა ინიციატივით განათლების ფედერალური დეპარტამენტი გააუქმოს და განათლება შტატებს ინდივიდუალურად მიანდოს, რაშიც მასკს დახმარებაც სთხოვა. თავად მასკმა მას მთავრობის ეფექტურობას კომისიის მუშაობაში მიხმარება შესთავაზა

დემოკრატებმა ამ ყველაფრის მოსმენის შემდეგ ინტერვიუ ასე დაასათაურეს: “რაც არ უნდა ყოფილიყო ეს”. ჰარისის კამპანიამ პასუხად განცხადება გაავრცელა, სადაც ტრამპი ექსტრემისტად შეაფასა.

ილონ მასკმა ინტერვიუზე კამალა ჰარისიც მიიწვია. თავად რესპუბლიკელ ტრამპსა და დემოკრატ ჰარისს დებატები სექტემბერში ელით.

დღის ამბები