14 სექტემბერი 2024,   12:45
ვრცლად
პომიდვრის ომი, რომელშიც 20 000-ზე მეტი ადამიან მონაწილეობს - ესპანეთში ტრადიციული ფესტივალი "ტომატინა" იწყება

ესპანეთის ქალაქ ბუნიოლში ნამდვილი პომიდვრების ომი იწყება. ომი სახელწოდებით "ტომატინა", რომლის ერთადერთი იარაღი, არც მეტი არც ნაკლები - მწიფე პომიდორია. ესპანელების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ტრადიციის მიხედვით, ვალენსიასთან ახლომდებარე ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე შეკრებილი ხალხი ერთმანეთს პომიდვრებს ესვრის. დრო განსაზღვრულია - 1 საათი, თუმცა საკმარისი იმისთვის, რომ ბუნიოლის ქუჩებში პომიდვრების გორა დადგეს.

ტრადიციული ფესტივალისთვის, ესპანელები განსაკუთრებულად ემზადებიან. გამონაკლისი არც წლევანდელი აგვისტო აღმოჩნდა. ვიზიტორთა რაოდენობამ წელს მოლოდინს გადააჭარბა.

პომიდვრების ომში, საკუთარი არმიით ერთვებიან ტურისტებიც, რომლებიც ესპანურ ქალაქში მთელი მსოფლიოდან ჩადიან. ინტერესი წელსაც დიდი იყო. ""ტომატინას"" ბილეთი სულ 22 ათასმა მონაწილემ მოიპოვა. წესების თანახმად, ვიზიტორებიც, საბრძოლო იარაღის- მწიფე პომიდვრების მოსამარაგებლად, დილის 11 საათისთვის, ბუნიოლის ცენტრალურ ქუჩაზე შეიკრიბნენ.

"ტომატინას" მონაწილეებს, მწიფე პომიდვრებს, სატვირთო ავტომობილებში მსხდომი ადამიანები ურიგებენ, მთავარი სანახაობა კი სწორედ ამის შემდეგ იწყება. წელს ყველაზე სახალისო ბრძოლისთვის, 120 ტონაზე მეტი პომიდორი დაიხარჯა, თუმცა დაუნდობელ შერკინებას თან ახლდა, რომანტიკაც.

ფესტივალის ისტორია 1945 წლიდან იწყება, მას შემდეგ, "ტომატინა" ყოველწლიურად იმართება, მისი პოპულარობა კი იზრდება. ითვლება, რომ პომიდვრებით პირველი ბრძოლა ასეთ ფესტივალზე, მეგობრებს შორის ჩხუბის დროს მოხდა. ესპანელებისთვის ეს ერთობის და მხიარულების დღესასწაულია.

 

დღის ამბები