05 ოქტომბერი 2024,   13:16
ვრცლად
19 წლის ბოდიბილდერი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს - შემთხვევა ბრაზილიაში მოხდა

ბრაზილიაში, 19 წლის ბოდიბილდერი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს, ის სავარაუდოდ გულის შეტევით გარდაიცვალა. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს.

მატეუს პავლაკმა საკუთარი სხეულის შეცვლა და სიმსუქნესთან ბრძოლა 5 წლის წინ დაიწყო, რის შემდეგაც ის ინტენსიურად იყო დაკავებული სპორტით.

19 წლის ბოდიბილდერი რეგულარულად მონაწილეობდა შეჯიბრებებში სამხრეთ ბრაზილიის შტატ სანტა-კატარინაში, სადაც ის ცხოვრობდა. გასულ წელს, მან 23 წლამდელთა კონკურსშიც გაიმარჯვა.

 

დღის ამბები