21 დეკემბერი 2024,   18:27
ვრცლად
ძალიან სამწუხაროა, რომ "ქართული ოცნება" მსგავს ტრაგედიებს იყენებს პოლიტიკური მიზნებისთვის - სერგო ჩიხლაძე

წყალტუბოში მომხდარი ტრაგედია ისევ დაპირისპირებისა და პოლიტიკური შეფასებების თემაა. "ქართულ ოცნებაში" ფსევდოლიბერალურ პოლიტიკაზე საუბრობენ, ოპოზიციის ნაწილის განცხადებით კი, ფაქტი პოლიტიკური სპეკულაციებისთვის არავინ უნდა გამოიყენოს.

"სიძულვილის ენის გამოყენების თვალსაზრისით მძიმე მოცემულობაა, რადგან, პირველ რიგში, ამ მოცემულობის დაძლევას არ ცდილობს მმართველი ხელისუფლება. მეორეს მხრივ, "რადიკალური ოპოზიციის" ნაწილი ამას თვითონაც ხელს უწყობს და მუდმივ ურთიერთდაპირისპირებაში, მუდმივ პოლარიზაციაში ამყოფებენ საზოგადოებას, მათ შორის, სიძულვილის ენით," - აცხადებს "საქართველოსთვის" წევრი ბექა ლილუაშვილი.

"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი, სერგო ჩიხლაძე აცხადებს, რომ "ქართული ოცნება" მომხდარ ტრაგედიას საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს.

"ნებისმიერი ადამიანის დაღუპვა ტრაგიკული შემთხვევაა. ძალიან სამწუხაროა, რომ "ქართული ოცნება" მსგავს ტრაგედიებს, მათ შორის, ორ ადამიანს შორის პირადი შელაპარაკების ნიადაგზე მომხდარ ფაქტს იყენებს პოლიტიკური მიზნებისთვის," - აცხადებს სერგო ჩიხლაძე.

დღის ამბები