16 სექტემბერი 2024,   22:55
ვრცლად
ავარია ავტობანზე - დაშავებულია სამი ადამიანი

ხაშური-ქარელის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. "Rustavi 2"-ის ინფორმაციით, შემთხვევის დროს დაშავდა სამი ადამიანი. დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და მათ მსუბუქი დაზიანებები მიიღეს.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო დახმარების სამსახური.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაწყებულია გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით - ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა.

დღის ამბები