12 ოქტომბერი 2024,   17:26
ვრცლად
ტექნიკური სამუშაოების გამო, თბილისის გარკვეულ ქუჩებს წყალმომარაგება დროებით შეეზღუდება

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ინფორმაციით, 9 სექტემბერს, ისნის რაიონში, კომპანია წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს გეგმავს.

კომპანიის ცნობითვე, ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს თეოფანე დავითაიას ქუჩა N11-ის მიმდებარედ, დილის 10:00 საათზე დაიწყებენ და, მთელი დღის განმავლობაში, ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

"აღნიშნულთან დაკავშირებით, აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 9 სექტემბერს, დილის 10:00 საათიდან საღამოს 22:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება:

ისნის რაიონში: თეოფილე დავითაიას, პატარიძის, მშველიძის, შანდორ პეტეფის, ლეჟავას, ვაზის, ღვალაძის, მარშალ იოსეფ პილსუდსკის, აჩაბეთისა და ხელოვანთა ქუჩებს, წულუკიძის ქუჩის მე-3 და მე-4 შესახვევებს, ვაზისუბნის I, II, III, IV მიკრო რაიონებს.

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, "ფეისბუქისა" და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დღის ამბები